Monday, October 28, 2019
გავიკეთო თუ არა ბრეკეტები?
სიმართლე გითხრათ, ჩემი ოცნება იყო გამეკეთებინა ბრეკეტები თუმცა მოგეხსენებათ ეს ძვირი სიამოვმება არის ვფიქრობდი საიდან მომეტანა ფული რადგან მშობლებს ნამდვილად ვერ მოვთხოვდი რადგან საკმარისი თანხა არ ქონდათ შესაბამისად გადავწყვიტე მუშაობა დამეწყო, პარალელურად დავიწყე სტომატოლოგთან ვიზიტი რათა კბილი მომეწესრიგებინა, ერთი თვეც გავიდა ახლა უკვე ჩემს ოცნებასთან ახლოს ვიყავი დადგა ის დღე როცა ბრეკეტები უნდა გამეკეთებინა კლინიკაში ცოტა მორიდებულად თუმცა თამამათ შევაბიჯე და სტომატოლოგიც შეუდგა თავის საქმეს, გაკეთების პროცესი მტკინვეული სულაც არ იყო რაც ძალიან გამიკვირდა სხვისგან მქონდა გაგონილი, რომ ძალიან მომიჭერდა და საჭმლის ჭამასაც ვერ შევძლებდი ერთი საათი გავიდა და ჩემს კბილებზე უკვე ჩემი ნანატრი ბრეკეტები მეკეთა ფერი ცისფერი ავარჩიე რადგან ეს ფერი ძალიან მიყვარს თუმცა ფერების შეცვლა ყოველთვე შემიძლია, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ყბა გავიკეთე რაც 500 ლარი დამიჯდა მეორე ყბა მომდევნო თვეს უნდა გამეკეთებინა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს კბილში საჭმელი მქონდა გაჩხერილო, საღამოს ამტკივდა გამაფრთხილეს კიდეც , რომ პირველ დღეს ტკივილი იცის დამაყუჩებელი მივიღე მეორე დღეს არ მტკიოდა თუმცა საჭმელს ჯერ ნორმალურად ვერ ვჭამ და ვცდილობ ნაჭრებად მივირთვა.. ბრეკეტის მოვლისა და აკრძალულ საკვებზე მომდევნო სტატიაში გესაუბრებით დროებით :)
Subscribe to:
Posts (Atom)