Sunday, December 29, 2019

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

29 დეკემბერს, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გაიხსნა, პირველ ხუთ სტუმარს გადაეცა სამთვიანი ულიმიტო აბონემენტი, დღეიდან იანვრის ბოლომდე ბაღში შესვლა ნებისმიერი მსურველთათვის უფასოა, გახსნას დაესწრო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია ოჯახთან ერთად, ასევე შესაძლებელია ნებისმიერი მსურველთათვის ტბაში ნავით გასეირნება, აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ , თბილისის ზოოპარკმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს ოთხი ფარშევანგი აჩუქა, ფარშევანგების ნახვა ყველას შეუძლია ვისაც სურვილი ექნება .

Thursday, December 26, 2019

ყველაზე კრეატიული სკოლა

ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლაში საახალწლო კონკურსი გაიმართა, კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ მოსწავლეები, პედაგოგები და ზოგიერთი მშობლებიც, სკოლის დირექტორი ნათია ხუფაცარია ამბობს, რომ გამარჯვებულის დასახელება ძალიან გაუჭირდება რადგან ყოველი ნაძვის ხე სილამაზით გამოირჩევა ამიტომ სურს, რომ ნომინაცია ყველას მიანიჭოს , სკოლაში შესვლისთანავე დერეფანში შეამჩნევთ საახალწლო განწყობას, გთავაზობთ სურათებს, რომ თქვენი ფავორიტი ნაძვის ხე გქონდეთ. 

საახალწლო ზუგდიდი

25 დეკემბერს 20:00 საათზე ზუგდიდში მთავარი ნაძვის ხე აინთო,  ასევე დაიგეგმა ღონისძიებები რომელიც გვიანობამდე გაგრძელდა.