Thursday, June 27, 2019

მოსეირნე ძროხები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრ "ოდიშში"

დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრ "ოდიშში"  ტარდება ღონისიება, იმის ნაცვლად, რომ სტუმრებს მყუდრო და სუფთა გარემო დახვდეთ, აქ შეხვდებათ მოსეირნე ძროხები, რომლებსაც გვერდს ქათმები უმშვენებენ, ყველაფერს ისიც დაემატა რომ აქაურობა დანაგვიანებულია. მამაკაცის გამოუსადეგარი ფეხსაცმლით, იმედია ამ ადგილს მომავალი სტუმრებისთვის მაინც გაასუფთავებენ.

Wednesday, June 19, 2019

ჩემი საოცნებო ქალაქი



ნიუ-იორკი-ის სურათის შედეგი დღეს მინდა გესაუბროთ ჩემს საოცნებო ქალაქზე, ძალიან მიყვარს მოგზაურობა და დიდი სურვილი მაქვს თუ შესაძლებლობა მექნა ვიმოგზაურო ნიუ-იორკში, ნიუ-იორკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და თანამედროვე ქალაქია მსოფლიოში.ამ ქალაქის არქიტექტურა ერთ-ერთ ყველაზე ლამაზად ითვლება, ჩემი აზრით არ არსებობს ადამიანი რომელსაც ამ ქალაქის შესახებ არ სმენია, ნიუ-იორკში ერთ-ერთი შესამჩნევი რამ ქალის ქანდაკებაა, ეკლიანი გვირგვინითა და ჩირაღდნით, რომლის ნამდვილი სახელწოდებაცაა: თავისუფლება, მსოფლიოს განმაცისკროვებელი”. ქანდაკება 93 მეტრია. ის ცალკე, თავისუფლების მაღალი შენობაა. შენობა 410 დღეში აშენდა. ერთ კვირაში 4სართულს აშენებდნენ. პატარა კუნძულზე დგას და დემოკრატიისა და თავისუფლების სიმბოლოა,.ასევე,ნიუ-იორკის ცნობილ ნაგებობაა Empire State Building, ემპაიარ სთეით ბილდინგი” 102 სართულიანი ცათამბჯენია. ნიუ-იორკში ის ყველაზე მაღალი შენობაა,


 empire state building-ის სურათის შედეგიასევე ცნობილი ფაქტია, რომ 1. ნიუ-იორკელები შვიდჯერ უფრო მეტ ყავას სვამენ, ვიდრე აშშ-ს სხვა ქალაქების მაცხოვრებლები, 2. ნიუ-იორკში 800 ენა გამოიყენება ყოველდღიურ ურთიერთობებში, 3. ვარშავას შემდეგ, ყველაზე მეტი პოლონელი აქ ცხოვრობს, 4. 2018 წელს პირველი მიწისქვეშა პარკი ნიუ-იორკში გაიხსნება, 5. ნიუ-იორკის მაცხოვრებლებს შეუძლიათ მოითხოვონ, რომ ქალაქის მერიამ მათი სახლის წინ ხე დარგოს და ქალაქის მთავრობა მათ თხოვნას უფასოდ შეასრულებს, 6. ნიუ-იორკში 15-ჯერ უფრო მეტი თოვლი მოდის, ვიდრე სამხრეთ პოლუსზე  7. ყოველ 21 ნიუ-იორკელში ერთი მილიონერია, 8. ნიუ-იორკის მეტროში, ბაქტერიების ჩათვლით, 15 152 ტიპის ცოცხალი ორგანიზმი ცხოვრობს  , 9. ჩინური ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამზარეულოა ნიუ-იორკში. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, წელიწადში 100 მილიონი კონტეინერი გამოიყენება ჩინური სამზარეულოდან საჭმლის წასაღებად. 10. ნიუ-იორკის მაცხოვრებელთა 40% აშშ-ს საზღვრებს გარეთაა დაბადებული. მე ვფიქრობ რომ ღამის ნიუ-იორკი ბევრად ლამაზია. Ã¡ÂƒÂ“აკავშირებული სურათი




Saturday, June 15, 2019

მე და ბუბუ


გამარჯობათ მეგობრებო , მინდა ჩემი პირველი ბლოგი მივუძღვნა ჩემს საყვარელ შინაურ ცხოველს, რომელიც მე სახლში მყავს, ალბათ ყველას შინაურ ცხოველზე მოგაფიქრდათ ძაღლი ან კატა, მინდა იმედი გაგიცრუოთ ის გახლავთ მინიატურული ჯიშის კურდღელი მას სასაჩუქრე ბაჭიასაც კი უწოდებენ, რატომ მაინცდამაინც კურდღელი? იმიტომ, რომ  მყოლია ძაღლიც და კატაც და მაინტერესებდა როგორი იქნებოდა ბაჭიის ყოლაც, და ძალიან მიხარია, რომ მე ის ვიპოვე, ის ძალიან ჭკვიანია,იცის თავისი სახელი  ბუბუ ამ სახელის გაგონებაზე ის მეორე ოთახიდანაც კი მორბის, ასევე იცის ორ ფეხზე დგომა, ძალიან ფუმფულა და საყვარელია, უყვარს მოფერება და ჭამა, მე მინდა სტერეოტიპი დავამსხვრიო იმაზე რომ ყველა კურდღლებს უყვართ სტაფილო ჩემს ბაჭია ბუბუს არუყვარს  სტაფილო, დიახ ის არსებობს,ალბათ, გაგიჩნდებათ კითხვა მაშინ რას ჭამს იგი?! მას უყვარს კიტრი, გამხმარი პური, და მწვანილები. ბუბუ განსაკუთრებულად იმიტომ მიყვარს,რომ ის ჩემმა საყვარელმა ადამიანმა მაჩუქა, და მადლობა მას რომ ის ჩემი ცხოვრების ნაწილია.  მინდა შევეხო ჩემდა მიუღბელ ფაქტს, ალბათ ყველამ ვიცით, რომ კურდღელს კლავენ და ჭამენ , ჩემი დიდი სურვილია აიკრძალოს მათი ხოცვა ეს ყვოველივე ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს, მე მიხარია რომ კურდღლის ხორცი არასდროს გამისინჯავს,და არც ვაპირებ ოდესმე გავსინჯო, მირჩევნია ჩემთვის საზიზღარი არსება გველი გავსინჯო ვიდრე კურდღელის ხორცი.  მე თუ მკითხავთ თუ გინდათ სახლში იყოლიოთ წყნარი, საყვარელი, ფუმფულა,და ჭკვიანი ცხოველი აუცილებლად გირჩევთ ბაჭიას , მერწმუნეთ ის ძალიან  შეგიყვარდებათ და თქვენი ცხოვრების მეგზური გახდება.