გამარჯობათ მეგობრებო , მინდა ჩემი პირველი ბლოგი მივუძღვნა ჩემს საყვარელ შინაურ ცხოველს, რომელიც მე სახლში მყავს, ალბათ ყველას შინაურ ცხოველზე მოგაფიქრდათ ძაღლი ან კატა, მინდა იმედი გაგიცრუოთ ის გახლავთ მინიატურული ჯიშის კურდღელი მას სასაჩუქრე ბაჭიასაც კი უწოდებენ, რატომ მაინცდამაინც კურდღელი? იმიტომ, რომ მყოლია ძაღლიც და კატაც და მაინტერესებდა როგორი იქნებოდა ბაჭიის ყოლაც, და ძალიან მიხარია, რომ მე ის ვიპოვე, ის ძალიან ჭკვიანია,იცის თავისი სახელი ბუბუ ამ სახელის გაგონებაზე ის მეორე ოთახიდანაც კი მორბის, ასევე იცის ორ ფეხზე დგომა, ძალიან ფუმფულა და საყვარელია, უყვარს მოფერება და ჭამა, მე მინდა სტერეოტიპი დავამსხვრიო იმაზე რომ ყველა კურდღლებს უყვართ სტაფილო ჩემს ბაჭია ბუბუს არუყვარს სტაფილო, დიახ ის არსებობს,ალბათ, გაგიჩნდებათ კითხვა მაშინ რას ჭამს იგი?! მას უყვარს კიტრი, გამხმარი პური, და მწვანილები. ბუბუ განსაკუთრებულად იმიტომ მიყვარს,რომ ის ჩემმა საყვარელმა ადამიანმა მაჩუქა, და მადლობა მას რომ ის ჩემი ცხოვრების ნაწილია. მინდა შევეხო ჩემდა მიუღბელ ფაქტს, ალბათ ყველამ ვიცით, რომ კურდღელს კლავენ და ჭამენ , ჩემი დიდი სურვილია აიკრძალოს მათი ხოცვა ეს ყვოველივე ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს, მე მიხარია რომ კურდღლის ხორცი არასდროს გამისინჯავს,და არც ვაპირებ ოდესმე გავსინჯო, მირჩევნია ჩემთვის საზიზღარი არსება გველი გავსინჯო ვიდრე კურდღელის ხორცი. მე თუ მკითხავთ თუ გინდათ სახლში იყოლიოთ წყნარი, საყვარელი, ფუმფულა,და ჭკვიანი ცხოველი აუცილებლად გირჩევთ ბაჭიას , მერწმუნეთ ის ძალიან შეგიყვარდებათ და თქვენი ცხოვრების მეგზური გახდება.
No comments:
Post a Comment