Sunday, June 6, 2021

განათლება და COVID-19

     განათლება საზოგადოების განუყოფელი ნაწილია, განათლებას ერთ-ერთი მთავარი როლი აქვს ადამიანის ცხოვრებაში, იგი ხელს უწყობს სწორ აღზრდას რის შედეგადაც ყალიბდება ადამიანი როგორც პიროვნება.
      თავიდან ადამიანის სწავლა-განათლება სახლის პირობებში ხორციელდებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. წლების შემდეგ საჭირო  გახდა სპეციალური ადგლი, დაწესებულება. მისი აშენება და მცოდნე ადამიანები იგივე მასწავლებლები, რადგან ბავშვის ცოდნის მიღების საშუალება ჰქონდათ. სწორედ ასე გაჩნდა ჩვ.წ.აღ-მდე დაახლოებით სამიათასი წლის წინათ, პირველი სპეციალიზირებული სასწავლო დაწესებულება კერძოდ ეგვიპტეში და ბაბილონში, ასე გრძელდებოდა მრავალი წელი სანამ არ გამოჩნდა ახალი ტიპის ვირუსი COVID-19-ის პირველი შემთხვევა, რომელიც ელვის სისწრაფით გავრცელდა მთელს მსოფლიოში, რამაც გამოიწვია რიგი პრობლემები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სკოლასა და სხვა დაწესებულებებში, რამდენიმე ხნის შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ სასწავლო პროცესი გადავიდოდა ონლაინ რეჟიმში რამაც თავის მხრივ რიგი პრობლემები შექმნა.

       ◇ამ საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრეთ ერგეტის საჯარო სკოლას. ამავე სკოლის დირექტორს , მასწავლებელს,  და მშობელს. ასევე ამ თემაზე გავესაუბრეთ სტუდენტსა და ფსიქოლოგს.
     
       გთავაზობთ ერგეტის სკოლის დირექტორის ბატონ აკაკი როგავას ინტერვიუს.
       
  ○-ბატონო აკაკი როდის დაიწყო ონლაინ სწავლება?
  ●- ჩვენთან, ისევე როგორც სხვა სკოლებში 2020-2021 სასწავლო წელს საკლასო ოთახებში
მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი, გარდა დეკემბრის თვისა, როდესაც ვიყავით ონლაინ სწავლებაზე.
   ○-რამდენი მოსწავლე იყო ამ რეჟიმში ჩართული?
  ● - ონლაინ სწავლებაში დაახლოებით 70-85% იყო ჩართული, ხოლო დანარჩენ მოსწავლეებს  დამრიგებელი უკავშირდებოდა სატელეფონო ზარით.
  ○ - ვინმეს ხომ არ გაუპროტესტებია, ონლაინ რეჟიმში გადასვლა?
 ●  - ეს მსოფლიოში არსებული პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით და ბავშვების უსაფრთხოების დაცვისთვის ხორციელდებოდა.
  ○  - მადლობა ინტერვიუსთვის.
         
       ჩვენ ვესაუბრეთ ერგეტის სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, ქალბატონ მაიას და ვკითხეთ ონლაინ სწავლების შესახებ, თუ რამდენად მისაღები იყო მისთვის ონლაინ რეჟიმი. მისი თქმით, არიყო ადვილი, რადგან ბავშვებს ინტერნეტის პრობლემა ქონდათ.                         ინტერიუ მასწალებელთან.

   ◇ ახლა კი გთავაზობთ მშობლის ქალბატონ თეას ინტერვიუს.
  ○  - გამარჯობათ ქალბატონო თეა 
 ●   - გამარჯობა
  ○  - რამდენად მოულოდნელი იყო ონლაინ რეჟიმში გადასვლა?
  ●  - მოულოდნელი ნამდვილად იყო, თავიდან გაგვიჭირდა კიდეც, მაგრამ მალევე შევეჩვიეთ, ამაში გვეხმარებოდნენ მასწავლებლები, და დამრიგებლები.
  ○  -თავიდან ბავშვებს რომელ გარემოში ერჩივნათ სწავლა?
   ●  - თავიდან ძალიან უხაროდათ სახლში, რომ იყვნენ მაგრამ დრო, რომ გავიდა თვითონ აღნიშნავდნენ, რომ სკოლაში წასვლა უნდოდათ. 
   ○  -რამდენ ხანს გაგრძელდა ეს რეჟიმი? 
   ●  -სიმართლე გითხრათ დიდი ხანი არ გაგრძელებულა,  მალევე დაბრუნდნენ საკლასო ოთახებში. 

  ◇ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის მესამე კურსის სტუდენტი მარიამ ქურსუა.  
○-რა შეცვალა COVID-19 მა შენს როგორც სტუდენტის ცხოვრებაში?
●-Covid 19-მა ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემ სტუდენტურ ცხოვრებაზე, შეიცვალა ჩემი ყოველდღიურობა, გაუქმდა  დაგეგმილი სტუდენტური ღონისძიებები და აქტივობები რამაც ნეგატიური გავლენა იქონია.
○-რამდენად მარტივად შეეწყვე ახალ რეალობას?
●-ძალიან გამიჭირდა ახალ რეალობაში ცხოვრება, გამოვიკეტე სახლში და გავხდი უმოქმედო, ამ რეალობის გასაანალიზებლად და შესაგუებლად რამოდენიმე თვე დამჭირდა.
○-რომელი გარემოა შენთვის უფრო კომფორტული ონლაინ სივრცე, თუ უნივერსიტეტი?
●-დროთა განმავლობაში შევეჩვიე ონალინ სივრცეს და  ვფიქრობ კომფორტულია  ორივე გარემოს გაერთიანება.
მარიამ ქურსუა


◇ჩვენ ასევე გავესაუბრეთ 
რიგით მოქალაქესაც ქალბატონ მარინა ვეკუას
○-გამარჯობათ ქალბატონო მარინა, რას ფიქრობთ დღევანდელ რეალობაზე?
●-ჩემის აზრით, კოვიდმა შეცვა ყველა ჩვენთაგანის ცხოვრება, მეტი სიფრთხილე გვჭირდება რათა თავიდან ავიცილოთ პანდემიის გავრცელება.
○-თქვენი აზრით, რა საფრთხე დაემუქრა სწავლა განათლებას?
●-ძალიან დიდი ვფიქრობ, რომ სწავლა პირველ რიგში უნდა დავაყენოთ, ბავშვებს ძალიან უჭირთ ონლაინ სწავლება, და ძალიან უნდათ, რომ ნორმალურ პირობებში დაუბრუნდეთ სკოლებს. რადგან ბევრს აქვს ინტერნეტთან პრობლემა და ვერ ესწრებიან გაკვეთილებს.


◇დღევანდელი ჩვენი თემა არის ვირუსი, რომელმაც სრულიად სამყარო შეცვალა, ჩემი,  თქვენი და მთელი სამყაროს პრობლემა გახდა,  პრობლემა რომლის წინაშე უკვე  ორი წელია ვართ.  მე დღეს გავესაუბრე ქალბატონ ნანა ფაცაციას რომელიც გახლავთ ფსიქოლოგი და ვესაუბრე დღევანდელ პრობლემაზე და მათ მიერ გამოწვეულ შედეგებზე.
○-გამარჯობათ ქ.ნანა მაინტერესებს რა შეიცვალა მოსწავლეებისა და სტუდენტების ცხოვრებაში კოვიდ 19 ის მიერ შეცვლილმა სასწავლო პლადფორმამ? 
●-გამარჯობათ  კოვიდ-19 ის შემდეგ სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი საზოგადოებისთვის შეიცვალა ცხოვრების რიტმი, ყოველდღური რეჟიმი, საფრთხე რომელიც არსებობს გარემოში, თავისთავად მოქმედებს ფსიქიკაზე, ამან შესაბამისად სწავლის პროცესიც შეაფერხა. უკვე ფაქტიურად სტუდენტებიც და მოსწავლეებიც არიან ადაპტაციის ფაზაში, სტრესთან გამკლავების თვალსაზრისით.
○-მოუმართავთ თუ არა მსგავს პრობლემაზე თქვენთან? 
●- დიახ მოუმართავთ, ხშირია მომართვიანობა შფოთვითი აშლილობების თვალსაზრისით, იპოქონდრიული ჩივილებით  სტუდენტებში, ხოლო ბავშვების უმეტესობას ემოციური და ქცევითი პრობლემები აქვთ.
○-რას ურჩევთ მშობლებს და მოსწავლეებს პრობლემის აღმოსაფხვრელად? 
●-მნიშვნელოვანი რჩევა მშობლებისთვის არის ალბათ, სიმშვიდის შენარჩუნება, რადგანაც ბავშვები მშობლების რეაქციებზე მწვავედ რეაგირებენ,აუხსნან შვილებს შექმნილი ვითარება და პანიკის გარეშე მიაღებინონ რეალობა, რომელიც დღევანდელ ცხოვრებაში გვაქვს, ასევე მნიშვნელოვანია ოჯახურ აქტივობების ერთობლივად დაგეგმვა,რომელიც მეტად მრავალფეროვანს გახდის ყოფით ცხოვრებას.
         

                                       ნანა ფაცაცია, ფსიქოლოგი ზუგდიდიან. 

   ◇    ჩემი აზრით, COVID-19 შეცვალა მთელი სამყარო, მე როგორც სტუდენტი ძალიან  დიდი პრობლემის წინაშე ვარ, რადგან ვფიქრობ, რომ ონლაინ სწავლება მეტად რთული პლადფორმაა ვიდრე აუდიტორია, ხშირად მაქვს ცუდი ინტერნეტი და მიჭირს გაგება თემების, ეს ძალიან დიდ პრობლემას მიქნის , ამასთანავე, გარეთ გასვლა პირბადის გარეშე დაუშვებელია, მართალია , რომ პირბადე გვჭირდება რათა პანდემიის გავრცელებას ხელი შევუშალოთ თუმცა ძალიან მიჭირს მისი ტარება, პირბადე რომელიც მიცავს ვირუსისგან მაგრამ მიზიანებს ფილტვებს. ჩემი თქვენი და ყველა ჩვენთაგანის დიდი სურვილია, რომ მალე რეალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. ყოველგვარი ვირუსების გარეშე, გისურვებთ ჯამრთელობას, ამისთვის კი თავს უნდა გავუფრთხილდეთ, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები!. 



Friday, May 28, 2021

კოვიდ-19 ვირუსი რომელმაც შეცვალა დედამიწა

დღევანდელი ჩვენი თემა არის ვირუსი რომელმაც სრულიად სამყარო შეცვალა, ჩემი,  თქვენი და მთელი სამყაროს პრობლემა გახდა,  პრობლემა რომლის წინაშე უკვე  ორი წელია ვართ.  მე დღეს გავესაუბრე ქალბატონ ნანა ფაცაციას რომელიც გახლავთ ფსიქოლოგი და ვესაუბრე დღევანდელ პრობლემაზე და მათ მიერ გამოწვეულ შედეგებზე.
-გამარჯობათ ქ.ნანა მაინტერესებს რა შეიცვალა მოსწავლეებისა და სტუდენტების ცხოვრებაში კოვიდ 19 ის მიერ შეცვლილმა სასწავლო პლადფორმამ? 
-გამარჯობათ  კოვიდ-19 ის შემდეგ სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი საზოგადოებისთვის შეიცვალა ცხოვრების რიტმი, ყოველდღური რეჟიმი, საფრთხე რომელიც არსებობს გარემოში თავისთავად მოქმედებს ფსიქიკაზე, ამან შესაბამისად სწავლის პროცესიც შეაფერხა. უკვე ფაქტიურად სტუდენტებიც და მოსწავლეებიც არიან ადაპტაციის ფაზაში სტრესთან გამკლავების თვალსაზრისით.
-მოუმართავთ თუ არა მსგავს პრობლემაზე თქვენთან? 
- დიახ მოუმართავთ, ხშირია მომართვიანობა შფოთვითი აშლილობების თვალსაზრისით, იპოქონდრიული ჩივილებით განსაკუთრებით სტუდენტებში, ხოლო ბავშვების უმეტესობას ქცევის პრობლემები აქვთ.
-რას ურჩევთ მშობლებს და მოსწავლეებს პრობლემის აღმოსაფხვრელად? 
-მნიშვნელოვანი რჩევა მშობლებისთვის არის ალბათ სიმშვიდის შენარჩუნება, რადგანაც ბავშვები მშობლების რეაქციებზე მწვავედ რეაგირებენ,აუხსნან შვილებს შექმნილი ვითარება და პანიკის გარეშე მიაღებინონ რეალობა რომელიც დღევანდელ ცხოვრებაში გვაქვს, ასევე მნიშვნელოვანია ოჯახურ აქტივობების ერთობლივად დაგეგმვა,რომელიც მეტად მრავალფეროვანს გახდის ყოფით ცხოვრებას.
         ნანა ფაცაცია 
ფსიქოლოგი 
ზუგდიდიან