Friday, May 28, 2021

კოვიდ-19 ვირუსი რომელმაც შეცვალა დედამიწა

დღევანდელი ჩვენი თემა არის ვირუსი რომელმაც სრულიად სამყარო შეცვალა, ჩემი,  თქვენი და მთელი სამყაროს პრობლემა გახდა,  პრობლემა რომლის წინაშე უკვე  ორი წელია ვართ.  მე დღეს გავესაუბრე ქალბატონ ნანა ფაცაციას რომელიც გახლავთ ფსიქოლოგი და ვესაუბრე დღევანდელ პრობლემაზე და მათ მიერ გამოწვეულ შედეგებზე.
-გამარჯობათ ქ.ნანა მაინტერესებს რა შეიცვალა მოსწავლეებისა და სტუდენტების ცხოვრებაში კოვიდ 19 ის მიერ შეცვლილმა სასწავლო პლადფორმამ? 
-გამარჯობათ  კოვიდ-19 ის შემდეგ სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი საზოგადოებისთვის შეიცვალა ცხოვრების რიტმი, ყოველდღური რეჟიმი, საფრთხე რომელიც არსებობს გარემოში თავისთავად მოქმედებს ფსიქიკაზე, ამან შესაბამისად სწავლის პროცესიც შეაფერხა. უკვე ფაქტიურად სტუდენტებიც და მოსწავლეებიც არიან ადაპტაციის ფაზაში სტრესთან გამკლავების თვალსაზრისით.
-მოუმართავთ თუ არა მსგავს პრობლემაზე თქვენთან? 
- დიახ მოუმართავთ, ხშირია მომართვიანობა შფოთვითი აშლილობების თვალსაზრისით, იპოქონდრიული ჩივილებით განსაკუთრებით სტუდენტებში, ხოლო ბავშვების უმეტესობას ქცევის პრობლემები აქვთ.
-რას ურჩევთ მშობლებს და მოსწავლეებს პრობლემის აღმოსაფხვრელად? 
-მნიშვნელოვანი რჩევა მშობლებისთვის არის ალბათ სიმშვიდის შენარჩუნება, რადგანაც ბავშვები მშობლების რეაქციებზე მწვავედ რეაგირებენ,აუხსნან შვილებს შექმნილი ვითარება და პანიკის გარეშე მიაღებინონ რეალობა რომელიც დღევანდელ ცხოვრებაში გვაქვს, ასევე მნიშვნელოვანია ოჯახურ აქტივობების ერთობლივად დაგეგმვა,რომელიც მეტად მრავალფეროვანს გახდის ყოფით ცხოვრებას.
         ნანა ფაცაცია 
ფსიქოლოგი 
ზუგდიდიან

No comments:

Post a Comment